გაყიდვების მრჩეველი — აურელიო

აურელიო — ლოგო
აურელიო

გაყიდვების მრჩეველი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია " აურელიო " ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ პრემიუმ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებს — Pinko, Twinset, Wolford და DKNY. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან პროდუქციას, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და დახვეწილ სავაჭრო გამოცდილებას. თუ გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო ბრენდებთან, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში და გახდეთ პროფესიონალური გუნდის წევრი, შემოუერთდით "აურელიოს" გაყიდვების გუნდს. http://www.aurelio.ge/ პოზიცია: გაყიდვების მრჩეველი ადგილმდებარეობა: თბილისი — Tbilisi Galleria / Tbilisi Outlet Village სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 საათისა ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის პროფესიონალური კონსულტირება და პროდუქციის შერჩევის პროცესში დახმარება; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და გაყიდვების პოლიტიკის სრული დაცვით; ** სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ახალი კოლექციის მიღება, დახარისხება, მარკირება და სავაჭრო სივრცეში განთავსება; ** სავაჭრო სივრცის ვიზუალური და საოპერაციო სტანდარტების დაცვა; ** პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა; ** კომპანიის შიდა რეგულაციებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით; ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა, არ არის აუცილებელი; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. პიროვნული უნარები: ** ეფექტური და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებას (ხელზე): 1000-1200 ლარი ; ** საბონუსე სისტემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** თანამშრომლის ფასდაკლებას ქსელის მაღაზიებში; ** საერთაშორისო დონის ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კომფორტულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ