კონსულტანტი — ფიტნეს ფორმულა

ფიტნეს ფორმულა

კონსულტანტი

₾1000.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი " ფიტნეს ფორმულა ", რომელიც 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ქ. თბილისში 4 ფილიალით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 22:00 სთ-მდე, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. 1 საათი შესვენება. ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი (NET) + ბონუსი მოვალეობები: ** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი ** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ ** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია მოთხოვნები: ** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა ** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა