მოდის კონსულტანტი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Armani Exchange" ისთ ფოინთის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს: ** პოზიცია: მოდის კონსულტანტი; ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ისთ ფოინთი; ** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე; ** სამუშაო საათები: 10:00-19:00; 13:00-22:00. ** ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + ბონუსი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება; ** სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება; ** ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება; ** პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა; ** მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა; ** გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა; ** მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის; ** გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა. გამოცდილება, განათლება და უნარები ** სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში ** სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა ** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა