გაყიდვების კონსულტანტი — Bizu

Bizu

გაყიდვების კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Bizu" არის სამკაულების ბრენდი, ჩვენი გუნდი ქმნის სამკაულებს მათთვის, ვისთვისაც სტილი თვითგამოხატვის ფორმაა. "Bizu" მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურობას, ელეგანტურობასა და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებულ სამკაულებს. ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს - გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, "გალერეა თბილისი"-ის ფილიალი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;

ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებული სამუშაო გრაფიკისა და საათების რაოდენობის, ასევე გაყიდული სამკაულების შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

  • სამკაულების ასორტიმენტის, ფასების და მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა.
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის ეფექტური წარდგენა;
  • მომხმარებელთა საჭიროებების გამოვლენა და სასურველი სამკაულის შერჩევაში დახმარება;
  • პროდუქციის მიღება, დახარისხება, განთავსება და ვიტრინების მოწესრიგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სავაჭრო ობიექტში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.

მოთხოვნები და უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველება, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომსახურების სფეროში სამუშო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
  • პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა, ყურადღებიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში;
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივა; (ბონუსური სისტემა: 2-თვიანი გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, საათობრივ ანაზღაურებას დაემატება გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები).
  • შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

გაცნობებთ რომ "Bizu" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ