გაყიდვების კონსულტანტი
საახალწლო მაღაზია „დანდი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- კარგი კომუნიკაციის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა.
- პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება.
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება.
- პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- სერვისულობა.
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი.
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პუნქტუალურობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1700 ლარი (ხელფასი + ბონუსი სისტემით 2200+)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (10:00-19:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.#61