გაყიდვების კონსულტანტი
გაყიდვების კონსულტანტი
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ?
Saloni არის პრემიუმ კლასის ავეჯის მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს.
რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?
- მომხმარებელთა პროფესიონალური კონსულტაცია შოურუმში;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა, შოურუმში მოსული კლიენტებისთვის კომერციული წინადადებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და გაყიდვების ყველა ეტაპის ეფექტური მართვა;
- სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების შეტყობინებების დამუშავება.
რას გთავაზობთ?
- ადეკვატურ ანაზღაურებას და ეფექტიან საბონუსე სქემას;
- პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი ავეჯის წარმოების, მისი პროდუქტებისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს;
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე.
რა გვჭირდება შენგან?
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ანდა გამორჩეული უნარ-ჩვევები გაყიდვების მიმართულებით;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ანდა რუსული);
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბაქრაძის N23
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება (1500 ლარი), დამატებით გარანტირებული ბონუსი გაყიდვებიდან.