გაყიდვების კონსულტანტი — გერმანული საღებავების კომპანია

გერმანული საღებავების კომპანია

გაყიდვების კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გერმანული საღებავების კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 18:00 სთ-მდე, კვირაში 5 დღე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი 140.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საღებავების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ფერის შემრევ აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია.
  • კომუნიკაბელურობა და მომსახურების მაღალი კულტურა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • პროდუქციის ასორტიმენტისა და სპეციფიკის შესწავლა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის თავაზიანი, და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა (პროდუქციის სპეციფიკაციის გაცნობა);
  • საღებავების ფერის შერჩევაში დახმარება და შემრევ აპარატზე დაყენება;
  • მაღაზიის ინვენტარისა და პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მიღება/აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • სამუშაო სივრცის, აპარატურისა და მაღაზიის სისუფთავეზე ზრუნვა და წესრიგის კონტროლი.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: ფიქსირებული, KPI (კანდიდატის კომპეტენციიდან გამომდინარე) + მაღალი ბონუსი პირადი გაყიდვებიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარებისა და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • გერმანიაში საკვალიფიკაციო მივლინებებს

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ