გაყიდვების კონსულტანტი
ქართული საიუველირო ბრენდი "ჩხირა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი (მეიდანი), ბამბის რიგი N7
სამუშაო პირობები:
- მოქნილი გრაფიკი: 5-საათიანი ცვლები (11:00-16:00 ან 15:00-20:00);
- კვირაში 1-2 დასვენების დღე;
- 1-კვირიანი სტაჟირება;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, საშუალოდ 800-დან 1000 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის წარდგენა;
- სამკაულების მახასიათებლების საფუძვლიანი ცოდნა;
- პროდუქციის მოწესრიგება და ვიტრინის ესთეტიკურ იერზე ზრუნვა;
- სალაროსთან მუშაობა და პროდუქციის აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საგადახდო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.