გაყიდვების კონსულტანტი — Emporio Armani

Emporio Armani — ლოგო
Emporio Armani

გაყიდვების კონსულტანტი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მაღაზია "Emporio Armani Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე. ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვების გარეშე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00-20:00, 12:00-21:00

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები - საკომუნიკაციო დონე;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!