გაყიდვების კონსულტანტი — ახალი ნათება

ახალი ნათება — ლოგო
ახალი ნათება

გაყიდვების კონსულტანტი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.newlight.ge

კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება: 1300-1800 ლარი (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით) (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით).

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში 10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

  • კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
  • ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
  • იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
  • კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
  • პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
  • სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

განაცხადის მიღების ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.