გაყიდვების კონსულტანტი
ბეთერსქინი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი, ქალაქში - თბილისი.
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: 7 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 22:00 საათამდე (დღეში 7 საათი)
- ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 42
- ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა არსებული სტანდარტის მიხედვით;
- ფილიალში პროდუქციის განლაგების სტანდარტის დაცვა;
- სალაროს მართვა;
- მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსება;
- მიღებული პროდუქციის გადათვლა და განთავსება;
- შემოსული შეკვეთების შეფუთვა;
- თაროების მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა:
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ;
- პუნქტუალურობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2026.
ბეთერსქინი არის პირველი დერმატოლოგიური და კანის მოვლის მაღაზია საქართველოში. მაღაზიაში განთავსებულია კორეული, ამერიკული და კანადური კანის მოვლის საშუალებები და სილამაზის პროდუქტები. ბრენდი მეშვიდე წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.