გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "აურელიო" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Pinko, Twinset, Wolford და DKNY.
პოზიცია - გაყიდვების კონსულტანტი;
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, გალერია თბილისი;
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
ანაზღაურება (ხელზე) - 1200-1400.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის რეალიზება ეტიკეტისა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
- სალაროს ოპერაციების წარმოება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება არსებული სტანდარტის დაცვით;
- პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, ნებისმიერი პროფილით;
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური და დისციპლინირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- ფასდაკლება ქსელის მაღაზიებში;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 17 სექტემბერი 2026 წელი.