გაყიდვების კონსულტანტი — კონტაქტჰოუმი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

გაყიდვების კონსულტანტი

₾3000 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

Kontak-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც გაყიდვების კონსულტანტი, შენ იქნები ჩვენი მომხმარებლების მთავარი მრჩეველი, დაეხმარები მათ საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში და შექმნი მომსახურების მაღალ სტანდარტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა და საჭიროებების დადგენა;
  • ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სექციის ვიზუალური მოწესრიგება;
  • სასაქონლო მარაგების მართვა: პროდუქციის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
  • მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და მენეჯერთან რეპორტინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ უცხო ენებს (ინგლისური, თურქული ან რუსული) საკომუნიკაციო დონეზე;
  • ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
  • ანაზღაურება: საშუალოდ 1200 ლარიდან 3000 ლარამდე და მეტი ;
  • ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 სექტემბერი, 2026 წელი.

* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ჩვენ მოგიძებნით გაყიდვების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა გაყიდვების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ