გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "ქლუგერი" მომხმარებელს სთავაზობს ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ტექნიკას: ჭკვიან საკეტებს, კამერებს, უსაფრთხოების სენსორებს და სხვა. "ქლუგერის" ჭკვიან სახლში, მუდმივად ვმუშაობთ მომავლის ცხოვრების შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი ჭკვიანი გადაწყვეტილებები, რომ გავამარტივოთ და უფრო კომფორტული გავხადოთ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.
სამუშაო გრაფიკი: შეთავსებით, (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1200₾-1800₾ (ფიქსირებული + ბონუსი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, "სითი მოლი".
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის რეალიზება;
- პროდუქციისა და სერვისების შესწავლა;
- აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.