გაყიდვების კონსულტანტი — Polo Ralph Lauren

samushao.ge
Polo Ralph Lauren

გაყიდვების კონსულტანტი

₾1300 + ინდივიდუალური საბონუსე სისტემა ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"Polo Ralph Lauren" - გლობალური ლიდერი პრემიუმ ცხოვრების სტილის პროდუქტების დიზაინში, მარკეტინგსა და დისტრიბუციაში, მათ შორის ტანსაცმლის, აქსესუარების, სახლის ავეჯისა და სხვა ლიცენზირებული პროდუქტების კატეგორიებში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:


გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 11:00-20:00

ანაზღაურება: 1300 ლარი + ინდივიდუალური საბონუსე სისტემა


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება. Polo Ralph Lauren-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
  • კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას, საბონუსე სისტემით


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →