გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი - სომხურენოვანი — Infinity Solutions

Infinity Solutions

გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი - სომხურენოვანი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მარკეტინგული კომპანია "Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის (სომხურენოვანი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან აქტიური გამავალი ზარების განხორციელება
  • მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
  • დაინტერესებული მომხმარებლების მონაცემების აღრიცხვა CRM სისტემაში
  • მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება
  • შეხვედრების ჩანიშვნა
  • განსაზღვრული გაყიდვების გეგმისა და შედეგების შესრულებაზე მუშაობა
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • ქოლცენტრში, სატელეფონო გაყიდვებში ან ცივი ზარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • გაყიდვებსა და კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა
  • უარისა და წინააღმდეგობების სწორად დამუშავების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
  • სამუშაო ადგილი - თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 11ა
  • სამუშაო ფორმატი - ოფისიდან
  • სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები - 10:00 - დან 19:00 საათამდე
  • ფიქსირებული ანაზღაურება - 1 000 ლარი
  • დამატებითი ანაზღაურება - შედეგზე დაფუძნებული ბონუსები

ქოლცენტრის ოპერატორი მიიღებს დამატებით 5%-იან ბონუსს ყველა წარმატებით დასრულებული გაყიდვიდან, რომლის პირველადი ინიციატორი თავად იქნება და რომლის ფარგლებშიც პოტენციური კლიენტი კომპანიასთან მისი კომუნიკაციის შედეგად დაიწყებს თანამშრომლობას.