გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი — Infinity Solutions

Infinity Solutions

გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1 000 ლარი + ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის ინიციატორიც თქვენ იქნებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება.
  • ცივი ზარების განხორციელება და კომპანიის სერვისების ეფექტურად წარდგენა.
  • კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება.
  • დაინტერესებული კლიენტების გაყიდვების პროცესში ჩართვა და შეხვედრების ჩანიშვნა.
  • კლიენტების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან დამატებითი კონსულტაციისთვის.
  • CRM სისტემაში ლიდების, სტატუსების და კომუნიკაციის ისტორიის სწორად აღრიცხვა.
  • მიმდინარე ლიდებთან განმეორებითი კომუნიკაცია და პროცესის ბოლომდე მიყვანა.
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობა.
  • ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი შესრულებული ზარების, შეხვედრების და შედეგების შესახებ.

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • გაყიდვების ან ქოლცენტრის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მომხმარებელთან პროფესიონალური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
  • აქტიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  • მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი.
  • მომხმარებლის საჭიროებების სწორად მოსმენისა და გაანალიზების უნარი.

თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშავო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!