გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით — სანდომი

სანდომი

გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტების) მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი
  • ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).

ფუნქცია/მოვალეობები:

  • გაყიდვების დინამიკური ზრდა;
  • გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
  • გეგმების შესრულების კონტროლო;
  • თანხის ამოღების კონტროლო;
  • დაბრუნებების კონტროლი;
  • პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • პარტნიორებთან შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
  • პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
  • ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც Food and Beverage მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
  • გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • აქტიური;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი).