HH Recruitment
გაყიდვების ხელმძღვანელი
შეთანხმებით
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწეობს.
სამუშაო აღწერილობა:
- ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა;
- ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
- გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების ორგანიზება/ჩატარება;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოძიება;
- გაყიდვების ახალი არხების, პარტნიორი კომპანიების, კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების სრული ციკლის განხორციელება/ სხვადასხვა გაყიდვების არხების მართვა;
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია);
- ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- მარკეტინგული/PR კამპანიების დაგეგმვა;
- სოციალური მედიისთვის, კონტენტის შინაარსის განსაზღვრა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- საკომუნიკაციო ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია, ინტერვიუების მიცემა;
- თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან ტურიზმის განხრით;
- 1-2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე გამყვანი ტურების მიმართულებით;
- მნიშვნელოვანია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა: MS Office; SAP B1; SQL(სასურველია)
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.