გაყიდვების ხელმძღვანელი
"Polaris Finance" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
Polaris Finance — ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანიაა, რომელიც 2023 წელს დაარსდა. დღესდღეობით, "პოლარისში" 100-ზე მეტი აქტიური კლიენტი გვყავს და ბიზნესებს ვთავაზობთ ფინანსური მომსახურების სრულ სპექტრს — ყოველთვიური ბუღალტერია და ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო მომსახურება და დეკლარაციები, ფინანსური ანგარიშგება და ინდივიდუალური საკონსულტაციო პროექტები. ჩვენ აქტიური ზრდის ფაზაში ვართ და ვეძებთ ასევე აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც გაყიდვების გუნდს უხელმძღვანელებს.
პოზიციის დეტალები:
- მდებარეობა: თბილისი, საქართველო — მ. კოსტავას 14, D Block
- სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
- ანაზღაურება: საბაზისო + KPI-ზე დაფუძნებული ბონუსების სისტემა — შედეგებს კარგად ვაფასებთ
- დაქვემდებარება: თანადამფუძნებელი / კომერციული დირექტორი
ძირითადი მოვალეობები:
- B2B გაყიდვების არხების განვითარება
- გაყიდვების სრული ციკლის სტრუქტურირება და კოორდინაცია
- გაყიდვების გუნდის მართვა და შედეგების მონიტორინგი
- CRM სისტემის გამოყენება და პროცესების სტანდარტიზაცია
- კლიენტების ონბორდინგის, არსებული კლიენტების შენარჩუნებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B2B გაყიდვების 2-3 წლის გამოცდილება, სასურველია პროფესიული ან ფინანსური სერვისების სექტორში
- პარტნიორული ან რეფერალური ქსელის შექმნისა და მართვის გამოცდილება
- CRM სისტემებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
- ძლიერი ანალიტიკური უნარი — ციფრები, pipeline-ები, კონვერსიის მეტრიკები
- მცირე გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის ან კოორდინაციის გამოცდილება
- სასურველია ბუღალტერიის, გადასახადების ან ფინანსური სერვისების ცოდნა
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- სისტემური, პრაქტიკული აზროვნების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი კლიენტებთან და გუნდთან
- ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მუშაობის უნარი
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი