გაყიდვების ხელმძღვანელი — Digital TV

Digital TV

გაყიდვების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი ოპტიმიზაცია;
  • გაყიდვების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, B2B და B2C შეხვედრებისა და კომუნიკაციის დაგეგმვა, განხორციელება;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებიდან - პროექტის დასრულებამდე;
  • გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
  • გაყიდვების პროგნოზირება, ანგარიშგება და ძირითადი მაჩვენებლების ხელმძღვანელთან წარდგენა.

ძირითადი მახასიათებლები:

  • გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ტელე-კომუნიკაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • გაყიდვების გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
  • გაყიდვების სტრატეგიისა და პროცესების დამოუკიდებლად შექმნისა და მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 3 ოქტომბერი