გაყიდვების ჯგუფის უფროსი
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სრული სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე
- ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (ჯამური საშუალო ანაზღაურება 4500 ლარი)
ძირითადი ფუნქციები:
- გუნდის მართვა, მუშაობის მონიტორინგი და ანალიზი;
- მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
- მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
- დაფიქსირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად პროცესებში ჩართვა და პრობლემის მოგვარება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
- გუნდის მართვის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- პრიორიტეტების დასახვა და შედეგზე ორიენტაცია;
- დროის მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დელეგირება;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;