გაყიდვების/გაქირავების აგენტი
PRO HOUSE Real Estate — აცხადებს ვაკანსია: გაყიდვების/გაქირავების აგენტი.
გუნდი ფართოვდება. ვეძებთ ენერგიულ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ განვითარება უძრავი ქონების სფეროში.
რას გთავაზობთ:
- მაღალი საპროცენტო ანაზღაურება — შენი შემოსავალი შენს შრომაზეა დამოკიდებული;
- მზა ბაზა და შემომავალი მოთხოვნები;
- უფასო სწავლება — გამოცდილება სავალდებულო არ არის;
- სამუშაო გრაფიკი: 11:00 – 19:00, კვირაში 5 დღე;
- კვირა — ოფიციალური დასვენების დღე, მეორე დასვენების დღეს კი შენ თვითონ ირჩევ;
- გუნდის მხარდაჭერა და მენტორობა.
რას ველოდებით შენგან:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- სურვილი ისწავლო და განვითარდე;
- ქართული და სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
ჩვენთან შენი წარმატება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული