გაყიდვების ექსპერტი
შპს "ჯიდიაი" ეძებს მოწადინებულ ადამიანებს გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე თბილისში, რომლებიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევენ ჩვენს სრულწლოვან მომხმარებლებს.
კომპანიის შესახებ: შპს "ჯიდიაი" არის ადგილობრივი კომპანია, რომელიც რეალიზაციას უწევს შპს ფილიპ მორის საქართველოს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს მათ შორის IQOS-ს.
როგორია ჩვენთან მუშაობა?
ჩვენი გუნდის წევრები ერთად ქმნიან ჯანსაღ, დადებით, ატმოსფეროს, რაც წინაღობების გადალახვას ამარტივებს და საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებთან მაღალი დონის მომსახურება გავწიოთ.
ასე გამოიყურება გაყიდვების ექსპერტის 1 სამუშაო დღე:
- გაყიდვის წერტილის ვიზუალურ მზადყოფნაში მოყვანა
- საქონლისა და სალაროს აღწერა
- მომარაგების მიღება/განთავსება
- მომხმარებლების გულთბილი დახვედრა და ხარისხიანი მომსახურების გაწევა
როგორ გახდეთ გაყიდვების ექსპერტი?
ამისთვის შემდეგი უნარების ქონა დაგჭირდებათ:
- გუნდურად მუშაობის უნარი
- პრობლემის გადაჭრისა და ემპათიის უნარი
- ინგლისური B1 ან უფრო მაღალი დონე.
- გამართული და ეფექტური მეტყველების უნარი
- ადაპტაციის უნარი
- სალაროსთან და გაყიდვების სისტემასთან მუშაობის უნარი
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე შეძლებთ 1320-დან 1800 ლარამდე გამომუშავებას
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე. (3 დღე 12 საათიანი ცვლა და 1 დღე 8 საათიანი ცვლა)