გაყიდვების დირექტორი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

გაყიდვების დირექტორი

₾5000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს გაყიდვების დირექტორს პარტნიორი კომპანიისთვის.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: სრული, On-site
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
  • ანაზღაურება: 4000 - 5000 ლარი + კონკურენტული ბონუსი
  • სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მიზანდასახულ, კომერციული მართვის გამოცდილების მქონე გაყიდვების დირექტორს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, შემოსავლების ზრდასა და გაყიდვების გუნდის ეფექტიან მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

გაყიდვების სტრატეგია და განვითარება:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • გაყიდვების გეგმების, მიზნებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა
  • ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვის პროცესის მართვა
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე კომერციული გადაწყვეტილებების მიღება

გაყიდვების მართვა:

  • გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი
  • გაყიდვების არხების ეფექტიანობის შეფასება და განვითარება
  • მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
  • გაყიდვების პროცესების სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება

გუნდის მართვა:

  • გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, შეფასება და განვითარება
  • KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი
  • თანამშრომლების მოტივაციისა და შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე
  • B2B და საცალო გაყიდვების მართვის გამოცდილება
  • მოლაპარაკებებისა და კომერციული ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ERP, CRM და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ძლიერი ლიდერული, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების დირექტორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ის (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ