გაყიდვების დირექტორი
კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 2 შოურუმით — თბილისსა და ბათუმში.
"ზოდი" კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის 11.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საცალო, სადილერო და კორპორატიული მიმართულებებისთვის გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება, გაყიდვების მიზნებისა და გეგმების განსაზღვრა
- სტრატეგიულ კლიენტებთან, დილერებთან და კორპორატიულ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება
- ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
- გაყიდვების პოლიტიკის, ფასების სტრატეგიის, ფასდაკლებებისა და კომერციული პირობების შემუშავებასა და დამტკიცებაში მონაწილეობა
- გაყიდვების წლიური და თვიური გეგმების განსაზღვრა, ყველა დეპარტამენტისათვის დროულად მიწოდება და შესრულების კონტროლი
- გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი
- ახალი გაყიდვების არხების, მომხმარებლებისა და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება
- გაყიდვების პროცესების, მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, მოგვარების პროცესში ჩართულობა და სამომავლო პრევენციის დაგეგმვა
- გაყიდვების დეპარტამენტების თანამშრომელთა ადაპტაციის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების პროცესების მართვა
- გაყიდვების მიმართულებებით დასაქმებულ თანამშრომელთა ბონუსებისა და საპრემიო სისტემის გაანგარიშება დადგენილი წესისა და შესრულებული შედეგების შესაბამისად
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით
- გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება
- საცალო, სადილერო და კორპორატიული გაყიდვების მართვის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- MS Office-ის, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა
- სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსთან" ან "1C"-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- უცხო ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ლიდერული უნარები. გუნდის მართვისა და განვითარების უნარი
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!