გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ბათუმი
"Korter" — უკრაინული proptech-მარკეტპლეის პლატფორმაა. ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება უძრავი ქონების შეძენაში პირდაპირ დეველოპერებისგან, ასევე უკვე მეორად ბაზარზეც. ჩვენი მარკეტპლეისები წარმოდგენილია მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, ონლაინ რეჟიმში აირჩიონ და შეიძინონ მათი მომავალი სახლი.
მიმდინარე წელს ჩვენი მიზანია რამდენჯერმე გავზარდოთ გაყიდვების ტემპი ბათუმში და ამისთვის ვეძებთ ძლიერ მენეჯერს, რომელიც შეძლებს საიმედო სისტემის აშენებას — როგორც ამ ზრდის მყარ საფუძველს.
დეკემბერში მივიღეთ 1126 ცხელი ლიდი. ბათუმში გვყავს 3 გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი, ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას და ახლა, როგორც არასდროს, ვხედავთ ძლიერი ხელმძღვანელის აყვანის დიდ პერსპექტივას, რომელიც შემოიტანს ახალ იდეებს და გაზრდის შედეგებს.
ვის ვეძებთ:
- ძლიერ ლიდერს, რომელსაც აქვს გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება და გეგმების შესრულების პრაქტიკა;
- ადამიანს, რომელმაც იცის როგორ მართოს გაყიდვები, KPI-ები და პროგნოზირება;
- პროცესების დისციპლინის შენარჩუნების უნარი (CRM, ანგარიშგება, პროგნოზი);
- ძლიერი უნარები გაყიდვების მენეჯერების შერჩევაში, სწავლაში და სამუშაოს ხარისხის კონტროლში;
- მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სისტემური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი.
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეფექტური სტარტისთვის ყველაფერი მზად არის: რეგლამენტები და სტანდარტები, პროდუქტის სწავლება, გაყიდვების ინსტრუმენტები და მაღალი კონვერსიის მქონე ლიდების სტაბილური ნაკადი. შენგან გვჭირდება მხოლოდ სურვილი, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და გააზრება იმისა, როგორ გააუმჯობესო შედეგები.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + დეპარტამენტის შემოსავლიდან პროცენტს — საშუალოდ 6000 ლარიდან ზედა ზღვრის გარეშე;
- დამატებით ბონუსებს დეპარტამენტის გეგმის შესრულებისთვის;
- სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს მიკრომენეჯმენტის გარეშე;
- პერსპექტიულ გუნდს, რომელიც შედეგის მიღწევის მიზნით ღიაა ცვლილებებისთვის;
- განვითარების გეგმას და მუშაობას შენს უნარებსა და კომპეტენციებზე.
ვაკანტური ადგილი მხოლოდ ერთია, ამიტომ ველოდებით შენს რეზიუმეს.