გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი — კომპანია

კომპანია

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

წარმატებული ქართული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თუ გაქვთ გაყიდვების სტრატეგიული მართვის, ბიზნესის განვითარების და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება, გიწვევთ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების მართვა;
  • გაყიდვების ანალიტიკის წარმოება, გაყიდვების შედეგების შეფასება და პროგნოზირება;
  • გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის მომზადება, შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
  • ახალი კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • გაყიდვების პროცესების, სტანდარტებისა და სამუშაო სისტემების შექმნა და გაუმჯობესება;
  • დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული პროცესების დანერგვა;
  • გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება, მართვა, სწავლება, მოტივაცია და შედეგების შეფასება;
  • თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • B2B გაყიდვების პრინციპებისა და ბიზნესგანვითარების პროცესების ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის სფეროში.

პიროვნული უნარები:

  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერული და მმართველობითი უნარები;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრული განაკვეთი;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ