გაყიდვების და შოურუმის ასისტენტი
კომპანია "Greenleaf International Co., Ltd."-ის საქართველოს ფილიალი ეძებს გაყიდვებისა და შოურუმის ასისტენტს
კომპანიის შესახებ:
"Green Leaf International Co., Ltd." არის საერთაშორისო კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩინეთში.
ამჟამად კომპანია ხსნის ახალ ფილიალს საქართველოში (თბილისი, საბურთალო, ცაგარლის ქუჩა N21).
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება და პირობები:
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1400 ლარი (ხელზე ასაღები);
- ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1600 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო საათები:
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით)
- შაბათი: 11:00-16:00 (1-საათიანი შესვენებით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ქართული და რუსული ენების ფლობა მშობლიურ ან/და თავისუფალ დონეზე. სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- განვითარებული კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები.
შენიშვნა: შესაძლოა დაფიქსირდეს იშვიათი ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, რაც ანაზღაურდება დამატებითი დასვენების დროით.