გაყიდვების და ფრონტ მენეჯერი — Topline

Topline — ლოგო
Topline

გაყიდვების და ფრონტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სფერო: პრემიუმ კლასის ავტომომსახურება და დითეილინგი

შესაბამისად, სასურველია ავტოსფეროს ცოდნა ან ინტერესი!

"ტოპლაინი" გაძლევს შანსს:

  • გამოიმუშაო შენი წარმატების შესაბამისი თანხა;
  • იმუშაო მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში;
  • გქონდეს ყოველდღიური შეხება წარმატებულ და შემდგარ ხალხთან;
  • იმუშაო ყველასთვის საოცნებო სუპერმანქანების გარემოცვაში.

შენი ადგილი ტოპლაინშია, თუ:

  • გამოირჩევი გაყიდვების და კომუნიკაციის უნარით;
  • შეგიძლია საჭიროებების იდენტიფიცირება და საუკეთესო სერვისის შეთავაზება;
  • გაინტერესებს ავტოსფერო;
  • ხარ ენერგიული, მონდომებული და მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.

მოვალეობები, რომელიც შენს დაქვემდებარებაშია:

  • მომხმარებლის მიღება, მისი საჭიროებების გაგება და სერვისის შეთავაზება;
  • დითეილინგისა და სხვა მომსახურებების გაყიდვების მართვა;
  • მომხმარებელთა შეკვეთების დამუშავება და მონაცემთა ბაზების განახლება;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და სტრატეგიის გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა;
  • სერვისების პრეზენტაცია მომხმარებლისთვის.

აუცილებლად დასაკმაყოფილებელი კომპონენტები:

  • საოფისე პროგრამების კარგად ფლობა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ავტოსფეროს ინტერესი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ