გაყიდვების ასისტენტი- რუსთავი
ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილი", რომელიც წარმოადგენს მეტალურგიული წარმოების სფეროში ერთ-ერთ უდიდეს უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე.
გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე
დასაქმების ადგილი: რუსთავი
თანამდებობრივი მოვალეობები:
- გაყიდვებთან და პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.