გაყიდვების ასისტენტი — ბერკეტი დიზაინი

ბერკეტი დიზაინი

გაყიდვების ასისტენტი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბერკეტი-დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე. შპს "ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან.

საქმიანობის სფეროა: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.

ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტების-მომსახურების შესწავლა;
  • კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;
  • კლიენტების მოთხოვნების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
  • ელფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
  • ინვოისების მომზადება;
  • კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოთხოვნების კონტროლი;
  • კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
  • გაყიდვების პროცესის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
  • კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;
  • სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინიციატივიანობა და აქტიურობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
  • სწრაფად სწავლის უნარი;
  • კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • მოწესრიგებული გარეგნობა და საქმიანი ჩაცმის სტილის დაცვა;
  • გაყიდვებში ან HVAC სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1200 ლარი, შემდგომ მზარდი+ბონუსი
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 - 18:00 საათი

შერჩევა:

  • განცხადებების გადარჩევა
  • გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ