გაყიდვების ასისტენტი — საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო — ლოგო
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

გაყიდვების ასისტენტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების ასისტენტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
  • კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში.
  • სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
  • შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით.
  • გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრი.
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • ენები: ინგლისური, რუსული;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • პოზიტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე.

სამუშაო საათები: 10:00 - 18:30.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი.