გაყიდვების ასისტენტი — m²

m² — ლოგო

გაყიდვების ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტზე გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
  • ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება;
  • სატელეფონო ზარების პასუხი;
  • გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
  • რეპორტინგი;
  • ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.