გაყიდვების აღმასრულებელი- ბათუმი
"იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული განაკვეთი (კვირაში 40სთ)
- დასვენება: კვირაში 2 დღე
- ლოკაცია: ბათუმი
- ანაზღაურება: 1500-2000 ლარი + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორაციული კლიენტების, ტურისტული სააგენტოებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება და მოზიდვა;
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება;
- სასტუმროს ნომრების, სერვისებისა და შეთავაზებების აქტიური გაყიდვა;
- კორპორაციული, ჯგუფური და ტურისტული ჯავშნების მოზიდვა;
- ახალი გაყიდვების არხებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიება;
- არსებული კლიენტებისა და პარტნიორების ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სასტუმროს Site Inspection-ების, პრეზენტაციებისა და B2B შეხვედრების ორგანიზება;
- ბაზრისა და კონკურენტების შეთავაზებების მონიტორინგი;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი follow-up;
- გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შედეგების რეგულარული ანგარიშგება;
- კომპანიის კომერციული მიზნების შესაბამისად სხვა შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება სტუმართ მასპინძლობის ან სხვა ბიზნეს სფეროში.
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა. სხვა ენების ცოდნა სასურველია.
- კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები.
- სასურველია საერთაშორისო ქსელის სასტუმრო (ებ)ში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში: 1C, Outlook, Word, Excel და ა.შ.
- დროის მართვის უნარები და სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!