გაყიდვების აგენტი- თბილისი, ბათუმი
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტი ქ. თბილისში და ბათუმში.
მოთხოვნები:
- ავტომობილის მართვის მოწმობა;
- კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;
სასურველია:
- ტექნიკური განათლება;
- გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა;
მოვალეობები:
- ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
- მოიძიოს ახალი კლიენტები;
- დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
- მოამარაგოს მომხმარებელი "WURTH"- s პროდუქციით;
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
- ანკეტების/რეზუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- წინა საგამოცდო ტრეინინგის შემდგომი ტესტირება;
ტესტირების გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება ხელშეკრულება 2 თვით. ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარი + 100 ლიტრი საწვავი + SIM ბარათი. ამ ხნის განმავლობაში კანდიდატი საქმიანობას აწარმოებს საკუთარი ავტომობილით.
საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი საქმიანობას გააგრძელებს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და ხელფასი დაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე;
დასვენების დღე: შაბათ-კვირა;