გაყიდვების აგენტი - პრისეილერი - სამცხე-ჯავახეთი- ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით
კომპანია "სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია კომპანიის გაყიდვების ქსელის განვითარება რეგიონულ დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
- რეგიონში არსებული ავტო-სერვისების, სერვის ცენტრების, ხელოსნების და ავტონაწილების მაღაზიების აქტიური მონახულება (მარშრუტის მიხედვით).
- კომპანიის პროდუქციის (ბრენდული ავტონაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, ანტიფრიზები) პრეზენტაცია და გაყიდვა.
- ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, კლიენტთა ბაზის მუდმივი გაფართოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია.
- ობიექტებზე არსებული ნაშთების კონტროლი, მოთხოვნადი ნაწილების/ზეთების იდენტიფიცირება და ასორტიმენტის სწორად შეთავაზება.
- კლიენტების დებიტორული დავალიანებების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) მკაცრი კონტროლი.
- კონკურენტების ფასების, აქციებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება ავტონაწილების ან ზეთების გაყიდვებში).
- ავტონაწილების ჯგუფებისა და საცხებ-საპოხი მასალების სპეციფიკაციის საბაზისო ცოდნა.
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია).
- მოლაპარაკებების წარმოების, არგუმენტირებული მსჯელობისა და კლიენტის დარწმუნების უნარი.
- ეფექტური დროის მენეჯმენტი, დამოუკიდებლად მუშაობისა და რეგიონში ხშირი გადაადგილების მზაობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით).
- საწვავით უზრუნველყოფა;
- კორპორატიულ მობილურ ნომერსა და სასაუბრო ლიმიტს.
- მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.