გაყიდვების აგენტი- ბათუმი
"We Love Georgia" ქ. ბათუმში, ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან გაყიდვების აგენტს (სუვენირული / საკანცელარიო პროდუქცია), რომელიც იმუშავებს სუვენირული და საკანცელარიო პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:- კომპანიის პროდუქციის აქტიური გაყიდვა
- ვიზიტების განხორციელება თბილისში და ახალი მომხმარებლების მოზიდვა
- მომხმარებელთა ქსელის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოძიება, მოზიდვა
- არსებული მომხმარებლების მართვა და მათთან ურთიერთობის განვითარება
- შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
- პროდუქციის პრეზენტაცია და კომერციული შეთავაზებების მომზადება
- მომხმარებლებთან არსებული ნაშთების ყოველთვიური აღწერა და კონტროლი
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესის მართვა (მიწოდების პროცესის კონტროლი, რაოდენობებისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისობა)
- გაყიდვების პროცესის კონტროლი და ანგარიშგება
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის კარგი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სრული სამუშაო დღე, 1 დღე - ნახევარი განაკვეთი
- ანაზღაურება: პირველი 2 თვე - 1200 ლარი, 2 თვის შემდეგ - 1500 ლარი + გამომუშავებადი ბონუსი
- გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
- შედეგზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას და გამჭვირვალე აღრიცხვის სისტემას
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს