გაყიდვების აგენტი- ბათუმი
შპს "ნორბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ბათუმში (აჭარა).
ძირითადი მოთხოვნები:
- იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
მოვალეობები:
- პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
- პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
- შეკვეთის სწორი გაფორმება;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- სხარტი აზროვნება;
- დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით;
- ხელფასი მიღწევადი - 2900 ლარი;
- საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.