გაყიდვების აგენტი - ბათუმი
შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. კომპანია 2002 წლიდან ეწევა დისტრიბუციას და წარმოადგენს ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა Frixx, Perfetti (Chupa Chups), Campina, Ehrmann, Choco Pie, Hochland და სხვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
მოვალეობები:
- პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
- პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
- შეკვეთის სწორი გაფორმება;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- სხარტი აზროვნება;
- დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- კომპანია გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობას, მეგობრულ გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.