გაყიდვების აგენტი- ბათუმი
მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გაყიდვების გუნდს და ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის უძრავი ქონების პროექტების გაყიდვაში და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში.
ლოკაცია: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროექტებისა და პროდუქტების პრეზენტაცია პოტენციური კლიენტებისთვის.
- მომხმარებლების კონსულტირება და მათთვის ოპტიმალური შეთავაზებების მომზადება.
- გაყიდვების სრული პროცესის მართვა პირველი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
- CRM სისტემაში კლიენტების მონაცემებისა და კომუნიკაციის აღრიცხვა.
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
- მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და კომპანიის მაღალი მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
- CRM და გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები.
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა).
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- კვების უზრუნველყოფას.
- კორპორატიულ ნომერს.
- პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.
- ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.
შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!