გემოების ლაბორატორია
გაყიდვების აგენტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
"გემოების ლაბორატორიაში" ვიწვევთ ჭკვიან და გონიერ, ფერად და მხიარულ, ზრდილობიან და კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და სხარტ, სიცოცხლის მოყვარულ და ენერგიულ, განსაკუთრებული ჟინისა და ლაზათის მქონე ახალგაზრდებს გაყიდვების აგენტის (ანაზღაურებადი სტაჟირება) პოზიციაზე.
თუ ასეთი ხარ, გაგეცნობით და მოგიყვებით, რომ ჩვენ ვუქმნით საავტორო, განუმეორებელ და ექსკლუზიური გემო-არომატით გაჯერებულ სასმელებს ბარებს, სასტუმროებს, კლუბებსა და რესტორნებს. ჩვენი გემოები მათი მომხმარებლებისთვის ხშირად საყვარელ და შეუცვლელ გემოებად იქცევა. შესაბამისად, შენი სამუშაო ადგილი არ არის მაგიდა, შენი სამუშაო ადგილი შენი ქალაქია, სადაც არ უნდა ცხოვრობდე! შენ შენი ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს ახლიდან აღმოაჩენ, გააფერადებ, სურნელს შესძენ და ჩვენს ისედაც უნიკალურ სამზარეულოს კიდევ უფრო მეტ ეშხს შესძენ ჩვენთან ერთად.
თუ გიყვარს მოქმედება, ახალი ადამიანების გაცნობა, მუდმივად ცვალებადი და საინტერესო გარემო, თუ შენთვის "არა"-ზე უარის თქმა გამოწვევაა და არა დაბრკოლება, შეგიძლია, კითხვა განაგრძო:
რას გააკეთებ:
** ეძებ და ხვდები ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს
** ატარებ პრეზენტაციებსა და დეგუსტაციებს
** აცნობ და ასწავლი ჩვენს პროდუქტებს
** ამდიდრებ და მართავ კლიენტთა ბაზას
** ავლენ მათ საჭიროებებს და მათთვის ქმნი ექსკლუზიურ შეთავაზებებს
** შენ ხდები შენი კლიენტების ყველაზე საიმედო პარტნიორი
** იღებ შეკვეთებს, კოორდინაციას უწევ მიწოდებას, აკონტროლებ ანგარიშსწორებას
** მონაწილეობ პრომო აქციებში, გამოფენებსა და ღონისძიებებში
** საჭიროებისას მიემგზავრები რეგიონებში
რას გთავაზობთ:
** თავისუფალი გრაფიკი — დროს თავად მართავ, ჩვენთვის საინტერესოა შედეგები და არა გრაფიკი
** ანაზღაურება — ფიქსირებული + რამდენიც შენ გინდა
** ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი - შენ შეიძენ ახალს, აღმოაჩენ და განავითარებ შენს უნარებს
** მასტერკლასები სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისგან
თუ ფიქრობ, რომ შენ ჩვენი გუნდის წევრი უნდა იყო და სწორედ ის ხარ, ვინც ჩვენ გვაკლია, გამოგვიგზავნე შენს შესახებ ინფორმაცია -ზე.