გაყიდვების აგენტი
კომპანია "JF Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" 2015 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო პროდუქცია, აქსესუარები, ავეჯი და სხვა) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მასშტაბით არსებული სილამაზის სალონები. კომპანია წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფილიალებით, მათ შორის სილამაზის სალონითა და სასწავლო აკადემიით.
სამუშაო ადგილმდებარეობა:
- თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის N37ა
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00 საათი
- შაბათი: 09:30-14:00 საათი
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
- მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
- მომხმარებლების მოძიება და მათთან კომერციული პარტნიორობის ჩამოყალიბება;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის გადახდის პირობებზე შეთანხმება;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმართვა, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა და პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიკურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;