გაყიდვების აგენტი
ესპანური წარმოების ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავებისა და დაფარვების კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში "გრაფენსტოუნი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვებში, პრეზენტაციებსა და მოლაპარაკებებში 2-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
საქმე/მოვალეობა:
- კომპანიის პროდუქციის კარგად ცოდნა;
- პოტენციური კლიენტების მოძიება, გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია;
- მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება/დამატება და ფორმირება;
- ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებსა და სამოქმედო გეგმებზე;
- გაყიდვების სტრატეგიაზე გუნდთან ერთად მუშაობა და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა.
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- ენერგიულობა;
- დახვეწილი საუბრის მანერა, ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი;
- მოლაპარაკების დაგეგმვისა და წარმოების უნარი;
- მუდმივად სწავლა და განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო, აქტიურ და გამოწვევებით სავსე გარემოს;
- პროფესიონალთა გუნდს;
- სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას; სასწავლო ტრეინინგებსა და პროგრამებს; საბონუსე სისტემა განხილვადია შერჩეულ კანდიდატთან;
- წარმატებული თანამშრომლები გაივლიან ტრეინინგს ესპანეთში, სათაო ოფისში.