გაყიდვების აგენტი
MARTV არის ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, მოქნილ და ხელმისაწვდომ სერვისებს.
MARTV აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ შედეგზე ორიენტირებული და გსურთ თქვენი შემოსავალი პირდაპირ თქვენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ აბონენტებთან კარდაკარ ვიზიტები;
- MARTV-ის ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების პრეზენტაცია;
- მომხმარებლებისთვის პროდუქტის უპირატესობებისა და მიმდინარე შეთავაზებების გაცნობა;
- ახალი აბონენტების მოზიდვა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მოტივაცია;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი
17:00 – 21:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი