გაყიდვების აგენტი — ფ.პ. ვლადიმერ სამადაშვილი

ფ.პ. ვლადიმერ სამადაშვილი

გაყიდვების აგენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ფიქრობ, რომ გაყიდვები შენი ძლიერი მხარეა, ფლობ ინგლისურ ენას და გსურს კარიერა, სადაც შენი შედეგები პირდაპირ აისახება შემოსავალზე, Sterling Group სწორედ შენთვისაა. ჩვენ ვეძებთ ამბიციურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან პროფესიული და ფინანსური ზრდისთვის.ცხადდება ვაკანსია გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე (ტელეფონითა და ელ.ფოსტით);
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენა და კლიენტური ბაზის გაფართოება;
  • არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენარჩუნება;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და შედეგების მიღწევა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • თავდაჯერებული და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და მიზნების მიღწევის უნარი;
  • გაყიდვების, ტელემარკეტინგის ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მოტივირებულ დამწყებებსაც სიამოვნებით განვიხილავთ;
  • უპირატესობა მიენიჭება უკვე ჩამოყალიბებულ 4-5 კაციან გუნდს საკუთარი Team Leader-ით.
რას გთავაზობთ:
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 700$ – 1000$ + საბონუსე სისტემა;
  • მაღალი შემოსავლისა და კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:30 – 18:30;
  • 45-წუთიანი ლანჩის შესვენება;
  • უფასო ყავა და ჩაი ოფისში;
  • ანაზღაურებადი პროფესიული ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
  • მეგობრული, პროფესიული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.

თუ გსურს იმუშაო კომპანიაში, სადაც მონდომება, შედეგები და განვითარება ფასდება, შემოგვიერთდი Sterling Group-ის გუნდში!