გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი — პონტუს გონიო

პონტუს გონიო — ლოგო
პონტუს გონიო

გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პონტუს გონიო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვამდე მომსახურების მენეჯერი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად (ბათუმი ან თბილისი)

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის შემოსული ლიდების მიღება და დამუშავება;
  • პოტენციური ინვესტორისათვის პროექტის, პროდუქტისა და მომსახურების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • CRM სისტემაში ინფორმაციის ასახვა;
  • ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • კონფიდენციალობის დაცვა.