განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელი — Adamo Hotel

Adamo Hotel

განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "Adamo Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა, პ. კაკაბაძის ქუჩა 8.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლები).

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრის მიღება-გაცილება, Check in - Check out-ის სტანდარტული პროცედურები;
  • სტუმრების დარეგისტრირება სასტუმროს პროგრამაში;
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ;
  • სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაცია;
  • სარეგისტრაციო ბარათების შევსება;
  • გასაღებების დამზადება ოთახის ნომრების მიხედვით;
  • საგადასახადო დავალებების შესრულება;
  • სასტუმროში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • სასტუმროში შემომავალ მეილებზე პასუხის გაცემა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • პოზიტიურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ყურადღებიანობა, არაკონფლიქტურობა;
  • დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
  • ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ყოველ 3 დღეში ერთხელ, 24 საათი — 1200 ლარი.