განათების გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია " ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.ბათუმში.
პირობები:
- ანაზღაურება: 1300-1700 ლარი (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით)
- გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით.
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
- სამუშო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 სთ შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
- იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.
სასურველი უნარ-ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
- კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით;
- პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული;
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.