გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი — ამბასადორი თრეველი

ამბასადორი თრეველი — ლოგო
ამბასადორი თრეველი

გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება/მარკეტინგი) განხრით)
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Oce: Word; Excel; PowerPoint; Outlook)

უპირატესობად ჩაითვლება:

  • დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა
  • სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია
  • კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
  • ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია
  • ტურისტული პაკეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია
  • პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება
  • არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება
  • კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება
  • ინვოისების მომზადება და რეპორტინგი

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • შრომისუნარიანობა/სისხარტე

კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით კომპანია სთავაზობს:

  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა
  • კვებას დღეში ერთხელ
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.